| ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს
ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების ფაქტზე დააკავეს მამა-შვილი; 1955 წ.დ მერაბ ტიტანიძე და 1979 წ.დ კახაბერ ტიტანიძე. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2002 წელს, მერაბ ტიტანიძემ ყალბი დაბადების მოწმობის საფუძველზე, გადაიკეთა სახელი და გვარი, დაეწერა როგორც სოლომონ ბაგრატიონი და თავს ასაღებდა იმერეთის მეფის, სოლომონ II ბაგრატიონის შთამომავალად. ასევე ანალოგიური ქმედებისთვი დაკავებულია მისი ვაჟიშვილი კახაბერ ტიტანიძე. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველო
იხილეთ ასევე:
|
|
|
