ანიმაციის სანახავად საჭიროა "Flash Player"

Published: 31/5/2010
Print
29 მაისს მომხდარი მკვლელობა გახსნილია
29 მაისს მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ პოლიტიკური გაერთიანება ''ალიანსი საქართველოსთვის'' წარმომადგენლები და აცნობეს, რომ მოკლული იყო მათი პარტიის აქტივისტი, ზაზა კაკაბაძე. გაირკვა რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებული იყო ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში. მიმდინარე წლის 30 მაისს, გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1992 წ.დ ტარიელ ალიხანაშვილი, 1993 წ.დ მარიამ მანუკიანი და 1990 წ.დ გიორგი კიკნაძე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, წარსულში ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით მოხმარებისათვის ნასამართლევ, 1976 წ.დ ზაზა კაკაბაძის განზრახ მკვლელობაში: აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის ასევე დაკავებულები არიან: 1988 წ.დ ედუარდ ეგიზაროვი და 1973 წ.დ მამუკა მამუჩაშვილი.

დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. ტარიელ ალიხანაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მკვლელობის იარაღი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით. საქმეს იძიებს ქ.თბილისის მთავარი სამმართველო

იხილეთ ასევე:
Show/Hide

ანიმაციის სანახავად საჭიროა "Flash Player"