ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, 1984 წ.დ ლევან კაპანაძე, რომელმაც 22 მაისს ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში დაზიანება მიაყენა 1991 წ.დ ნიკოლოზ ჯაშს, ხოლო გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1991 წ.დ ნიკა ხინიკაძეს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველო.